„ვიზეიმოთ ახალი წელი“
პროექტის მთავარი იდეა: საახალწლო დღესასწაულის აღნისვნა და მისი ღირშესანიშნაობები.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა თავიანთი ფანტაზიით დაამზადონ მისალოცი ბარათები, მორთონ საკლასო ოთახი და ნაძვის ხე.
პროექტის მიზანი: სხვადასხვა ბუნებრივი და ხელოვნური მასალების საშკვალებით მისალოცი ბარათების, გირლანდების და ნაძვის ხის დამზადება. კომუნიკაციის და პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 6–7 წლის.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვი ისწავლის და გააცნობიერებს დღესასწაულის მნიშვნელობას და ერთმანეთის პატივისცემას. გაეჩვევიან კომუნიკაციას, ჯგუფურ მუშაობას, ერთმანეთის სიყვარულს.
პროექტისათვის საჭირო ძორითადი რესურსები: ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, მოსწავლის ხელთ არსებული დამატებითი რესურსები.
პროექტის მსვლელობა:
აქტ. 1 საუბარი ზამთრის დღესასწაულების შესახებ.
აქტ. 2 გამოკითხვა რომელი დღესასწაული უფრო უყვართ და რატომ?
აქტ. 3 მისალოცი ბარათების დამზადება, საკლასო ოთახის მორთვა,
აქტ. 4 ნაძვის ხის მორთვა.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ს.გ.II.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული უნარ- ჩვევების გამომჟღავნება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გაკვეთილებზე მოდის საჭირო აღჭურვილობით;
იცავს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესებს;
იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.
ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას);
ცდილობს მოცემული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.
ს.გ.II.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარზე (მომწონს, არ მომწონს);
უსმენს თანაკლასელებს და მასწავლებელს;
სვამს კითხვებს წარმოდგენილ ნამუშევართან დაკავშირებით;
ს.გ.II.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ იდეებზე;
საუბრობს იდეებზე რომლებიც მიიღო სხვისი ნამუშევრიდან;
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ თავართქილაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamartavartkiladze81@gmail.com
პროექტის ბლოგი: tamartavartkiladze81.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий